воскресенье, 15 декабря 2013 г.

მე–5  კლასის  მოსწავლეებისათვის  ვიყენებ  საპრეზენტაციო პროგრამაში  გაკეთებულ  გაკვეთილებს, იმისათვის რომ  მოსწავლემ  უფრო  კარგად  აღიქვას  და  ადვილად  დასამახსოვრებელი  გახდეს  მისთვის  გაკვეთილები,  ამასთანავე  საინტერესოც  იყოს.

                                                               







суббота, 14 декабря 2013 г.


                                                              ს ი ლ ა ბ უ ს ი
                         ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
                                                                                                                  2012-13 სასწ. წელი



                            
1   მასწავლებლის სახელი, გვარი:    თამარ  გოგელია;     ტელ: 577 64 79 20
2  სასწავლო საგნის დასახელება  ინფორმაციული და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები
3  სწავლების    კლასი    VI
5  სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა    სასწავლო პროცესში ისტის სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

საგანთა შორის კავშირების ხელშეწყობა
სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნება და მოსწავლეებში მოტივაციის დონის ამაღლება
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება.


6  სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში   ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  ისტ-, როგორც დამოუკიდებელი საგანი
7   სასწავლო საგნის მიზანი         
1) კომპიუტერული საბაზისო ცოდნის ფორმირება
2) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლა
3) ოპერაციული სისტემების ათვისება
4) სხვადასხვა  გამოყენებითი  პროგრამების  შესწავლა.
8  ძირითადი თემები      
8.1. ტექსტური რედაქტორი Word 2007
8.2. პროგრამა Power Point
8.3. ტექსტური რედაქტორი Word 2007
8.4. ინტერნეტი და HTML ენა
8.5. ელექტრონული ცხრილები Excel  2007
9  სასწავლო საგნის ამოცანები  
Ø ინფორმაციისა და ინფორმაციული პროცესების შესახებ  ცოდნის მიღება
Ø ინფორმაციასთან კომპიუტერისა და სხვა  ისტის საშუალებების გამოყენებით მუშაობის უნარჩვევების ფლობა
Ø შემეცნებითი, ინტელექტუალური და ინოვაციური უნარების  განვითარება
Ø ინფორმაციის შერჩევა. მოძიებული ინფორმაციის  მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერება. მისი გავრცელებისას სამართლებრივი და ეთიკური ასპექტების გავალისწინებით
ისტის გამოყენების უნარჩვევების გამომუშავება ყოველდღიურ საქმიანობაში, სასწავლო პროცესში, ინდივიდუალური და კოლექტიური პროექტების განხორციელებისას
10  სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები /ის ტექნ./
V. 1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდგამოყენება. /ის ტექნ./ V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს./ისტექნ/
.V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.   /ის ტექნ./
V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს. /ის ტექნ./
V.5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში./ისტექნ./
V.6.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
11  კურსის ორგანიზაცია
დაწყებითი       საფეხური   კლასები      1        5              6
საგნის სწავლების ფორმა         ცალკე საგანი   ცალკე საგანი     ინტეგრირებული
11.1. საკლასო მენეჯმენტის ხერხები  საკლასო ინდივიდუალური ჯგუფური წყვილური
11.2. მეცადინეობის ფორმები               ლექცია პრაქტიკული მუშაობა საძიებოპროექტები
11.3. სწავლების მეთოდები    სოკრატული, დიდაქტიკური, თანამშრომლობითი, კეთებით სწავლება
12.    სასწავლო კურსის შეფასება    საშინაო  დავალება
 საკლასო  დავალება    შემაჯამებელი დავალება
13.   შეფასების ტიპები        განმავითარებელი, განმსაზღვრელი, შემაჯამებელი განმავითარებელი, შემაჯამებელი განმსაზღვრელი
13 .1   რესურსები   V კლასში ისტის სწავლება მიმდინარეობს 2011 წლის გრიფირებული სახელმძღვანელოთი – ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“– 5 კლ, ავტორი: ნინო ჯამასპიშვილიგამომცემლობა.,,დიოგენედამხმარე  სახელმძღვანელოები:
 . გოჯიაშვილისაინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები
 . ჩიკაშუა, . შალვაშვილიინფორმაციული & საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
პრეზენტაციები   პლაკატები   კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა თვალსაჩი­ნოებების შექმნა და გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში.
 თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების განვითარება სათამაშო გარემოში.   პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ საკუთარი ცოდნის შეფასება.   სახელმძღვანელოებზე თანდართული ელექტრონული რესურსები. ამ სახის მასალის ძირითადი დანიშნულებაა კონკრეტულ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გააზრებისა და ათვისებისათვის  ხელშეწყობა. იგი შეიძლება იყოს ინტერაქტიული დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მიმდინარე თემატიკასთან, თვალსაჩინოებები და სიმულაციები.   კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლისათვის ძირითადი ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების ჩამოყალიბება. მაგალითად: კლავიატურის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები, სახატავი პროგრამები, თაგვის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები.
14   მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები მიმართულებების მიხედვით   ისტ  რესურსების  შექმნა     კვლევა და კომუნიკაცია.     /ის ტექნ./ 
VI.1.   მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.    /ის ტექნ./
VI.2. მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.    /ის ტექნ./
VI.3.   მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში./ის ტექნ./
VI.4. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
15   სამუშაო დისციპლინა:
15.1. გაცდენების დასაშვები რაოდენობა     20%
15.2. აღდგენები:    გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენა ხდება სკოლის შინაგანაწესით დადგენილ ვადაში
15.3. წახალისების ფორმები   კომენტარი, დაჯილდოვება, დასაჩუქრება
16.  თვითშეფასება  ყოველი კვირის ბოლოს.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

სილაბუსი



            
          








       მოცემული სასწავლო  გეგმა საგანში ,,ინფორმაციული და საკომინიკაციო ტექნოლოგიებიშედგენილია  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2012–2013 სასწავლო წლისათვის დამტკიცებული სასწავლო გეგმისა და სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.
              დღეისათვის  საქართველოს  სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე  მეთოდები  და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენებას. ისტის  სწავლება არ მოიაზრება სხვა  სასწავლო დისციპლინებისაგან დამოუკიდებლად.

              ჩვენი  ყოველდღიური საქმიანობა  სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტის ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას, ამიტომ აუცილებელია ისტის გამოყენებისათვის საჭირო უნარჩვევების შესწავლა დაწყებით და საბაზო საფეხურზე.                  

                                                                                                                               ვრცლად


ინფორმაციის დამახსოვრება და შენახვა კომპიუტერში

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          გაკვეთილი  მოსწავლეებისათვის  საინტერესო  და ადვილად                    დასამახსოვრებელი, რომ იყოს, ამისათვის ვიყენებ  პრეზენტაციებს.

суббота, 7 декабря 2013 г.

მე-6 კლასი

    

              ჩატარდა გაკვეთილი ,,საპრეზენტაციო        
      პროგრამა"  მოსწავლეებმა გაიგეს  თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზენტაციის წარმოდგენა, მათთვის ცნობილი   გახდა PowerPoint - ის  დანიშნულება.
      მოსწავლეებს გავაცანი მასალის მომზადებისას გასათვალისწინებელი სასარგებლო მინიშნებები

        
  •      გამოიყენე მარტივი ფორმატი, ლამაზი დიზანი;
  •      ლაკონურად ჩამოაყალიბე აზრები;
  •      კარგად გაეცანი საპრეზენტაციო მასალას;
  •      დროის ზუსტად გათვლის მიზნით, წინასწარ გაიარე რეპეტიცია;
  •      პრეზენტაციის დასაწყისში აღნიშნე შინაარსის ძირითადი პუნქტები;
  •      ისაუბრე თითოეულ მათგანზე;
  •      შეაჯამე პრეზენტაცია.                            
                                                                                                                                              ვრცლად